ხევსური მარტოკაცები

Описание к видео ხევსური მარტოკაცები

© https://mtisambebi.ge/ - „ბუნებაზე ვართ მინდობილი. ზოგს წარმოდგენაც არ აქვს - პირაქეთა ხევსურეთი ანანურისკენ ჰგონიათ. აქ მარტო ციხე-კოშკები ვერ არის ისეთი ეფექტიანი, თუ იქ ადგილობრივი ხალხიც არ იქნება. ის სხვანაირად უხდება, სხვანაირად ალამაზებს. არ გვინდა ჩვენ რომ სამუზეუმო ექსპონატებად ვყავდეთ, ჩამოიყვანონ ტურისტი და აჩვენონ - სადღაც ბნელ მიწურში ვისხდეთ, როგორ ცხოვრობდნენ ხევსურები. უკეთესი ცხოვრება გვინდა. ვიმსახურებთ ჩვენ ამას. ეს კუთხე შევინახეთ აქამდე, შევინარჩუნეთ“ - ვიდრე დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლი საზღვრისპირა ხევსურეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას 5-6 თვით ჩაკეტავდა, „მთის ამბებმა“ კიდევ ერთხელ შემოიარა მარტოკაცები არდოტში, ხახაბოში, ანდაქსა და წუქიოში.

Комментарии

Информация по комментариям в разработке